სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება და ვითარდება: ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება, ვითარდება და ეფუძნება უკვე დამკვიდრებულ ხანგრძლივ ტრადიციებს.

 „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის გაკეთებული განცხადებების დროს აღნიშნა.

„საიდუმლო არ არის, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მიმართულებად. ჩვენ მოხარულები ვართ იმის ნახვით, რომ სომხეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, ამასთანავე, გვიხარია, რომ იზრდება ვიზიტები საქართველოდან სომხეთში. ეს ჩვენი აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაცაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ კულტურის, სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ეკონომიკის სფეროებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 4 მარტს გაიმართა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-15 სხდომა. „ჩვენი აღქმა ძლიერდება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის საკვანძო მიზანი ეკონომიკური შედეგებისა და განვითარების მიღწევაა. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ხაზგასმა, რომ ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური, ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის მრავალი საკითხი, რათა ასევე დაგვენახა, სად გვაქვს თანამშრომლობის უფრო დიდი პოტენციალი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგი სომხეთსა და საქართველოს შორის იყო, არის და რჩება ძალიან აქტიური; იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც. სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა მიმართულებებით შეუძლიათ მხარეებს თანამშრომლობა გამოწვევების უფრო ეფექტურად მართვისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.

„რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრებში სულაც არ არის მეორეხარისხოვანი ჩვენი მეგობრების ნახვა, მათი მოკითხვა და მათთან ერთად დროის გატარებით მიღებული სიამოვნება. მსურს კვლავ გადაგიხადოთ მადლობა ამ ატმოსფეროსა და თბილი მიღებისთვის. ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ, პირველი, რაზეც ვფიქრობთ, არის ის, თუ როდის შედგება შემდეგი შეხვედრა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი შეხვედრის შედეგებით შევძლებთ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეთანხმებების საფუძველზე სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმებზე კიდევ უფრო გააქტიურდა და ეფექტური გახდა“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები