სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-15 სხდომა დაიწყო
1 წუთი კითხვის

სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-15 სხდომა დაიწყო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა დაწერა და შესაბამისი ფოტომასალა გამოაქვეყნა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
4 მარტს გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა.