სომხეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე։ ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განიხილეს სომხეთში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები და ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მიერ გაწეული ხანგრძლივი მხარდაჭერა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ვენსთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა․

„მე ასევე ხაზი გავუსვი სომხეთისთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროგრამის შესაძლებლობების განვითარების მიზნით․ ორივე მხარემ აღნიშნა, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და გამოვხატეთ მზადყოფნა, კიდევ უფრო განვავითაროთ ეს ურთიერთობები ჩვენი ხალხების სასარგებლოდ“, - განაცხადა ფაშინიანმა․

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიესალმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ვიზიტს სომხეთში და მადლობა გადაუხადა ვენსს სომხეთ-აშშ-ის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისადმი მისი მზადყოფნისა და პირადი წვლილისთვის․

ფოტოები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი ერევანში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში 9 თებერვალს ჩამოვიდა․აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პირისპირ შეხვედრა․

 

 
 

 

 

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский Türkçe

სომხეთმა და საქართველომ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ავიაციის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

არამ ვარდევანიანმა სომხეთში შვეიცარიის ელჩი მიიღო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ ჰორმუზის სრუტის ირგვლივ ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა

არარატ მირზოიანი რიგაში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ტომიო ოკამურამ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი

საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე