ნიკოლას მადურო დღეს ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე წარდგება

1 წუთი კითხვის

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 5 იანვარს პირველად წარდგება ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი.

ამერიკულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დაკავებულნი არიან ბრუკლინის საგამოძიებო იზოლატორში։ მათ წარდგენილი აქვთ ბრალდება ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვის მუხლებით.

მადუროსა და მის მეუღლეს ბრალი ედებათ ნარკოტიკებით ვაჭრობით დაკავებული დაჯგუფების ხელმძღვანელობაში, ნარკოტერორიზმში, აშშ-ში კოკაინის შეტანაში და იარაღთან დაკავშირებულ შეთქმულებაში. ბრალდება წაყენებული აქვთ აგრეთვე რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანს და მადუროს შვილსაც, რომელიც ამჟამად თავისუფალია.

აშშ-ის სპეცრაზმმა 3 იანვარს ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში შეიჭრა მადუროსა და მისი მეუღლის საძინებელში და დააკავა ისინი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადუროს დაკავებისა და კარაკასში სპეცოპერაციის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დროებით იკავებს ვენესუელის მმართველობას, სანამ იქ არ ჩამოყალიბდება ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ხალხის ინტერესებს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გააკონტროლებს ვენესუელის ნავთობის რესურსებს.

ქართული العربية Հայերեն Русский Türkçe

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს