სომხეთის რესპუბლიკა იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური მდივანი თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებისკენ მიმართულ ნაბიჯებს

2 წუთი კითხვის

სომხეთი იმედოვნებს, რომ გაეროს მე-10 გენერალური მდივანი თანმიმდევრულად გაუწევს მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, კერძოდ, სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, როგორც გაეროში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა იუწყება, ამის შესახებ განაცხადა ორგანიზაციაში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ჟირაირ ანანიანმა, სლოვენიის თავმჯდომარეობით გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დისკუსიაზე თემაზე „ლიდერობა მშვიდობისთვის“, რომელიც 2025 წლის 15 დეკემბერს გაიმართა.

გაეროში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ აღნიშნა, რომ წარსულში მოუგვარებელი გამოწვევები, მიმდინარე საფრთხეები და მომავალი გაურკვევლობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მრავალმხრივი დიპლომატიის პოტენციალის სრულად რეალიზების აუცილებლობას, რომლის ცენტრშიც უნდა იდგეს გაერო.

„საშიში პოლარიზაციისა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, როგორც არასდროს, გამოკვეთილია გაეროს როლი კონფლიქტების პრევენციის, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებისა, მდგრადი განვითარების, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და ღირსების უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევათა ლიდერობაში“, - განაცხადა ჟირაირ ანანიანმა.

მან, რეგიონული განვითარებების წარმოდგენისას, აღნიშნა: „სომხეთის მხარე იმედოვნებს, რომ გაეროს მე-10 გენერალური მდივანი თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, კერძოდ, სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს