სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს შეხვდა
1 წუთი კითხვის

მდგრადი განვითარების საკითხებზე მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რობერტ აბისოღომონიანი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს, ჟან-პიერ ლაკრუას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრისას განიხილეს სომხეთსა და გაეროს შორის სამშვიდობო და მშვიდობის დამყარების სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში სომხეთის მონაწილეობას, ასევე გაიმართა აზრთა გაცვლა საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამოსაუბრეს წარუდგინა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები.