პაპიკიანმა და ქოქერმა ხაზგასმით აღნიშნეს რეზიდენტ თავდაცვით ატაშეთა დანიშვნის მნიშვნელობა სომხეთსა და დიდ ბრიტანეთში

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის საკითხების სახელმწიფო მინისტრს, ლორდ ვერნონ როდნი ქოქერს და სომხეთში ბრიტანეთის პირველ რეზიდენტ თავდაცვით ატაშეს, მაიორ თომას შორლენდ ბოლს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში ვარუჟან ნერსესიანი და სომხეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ქოული.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ შეხვედრაზე განხილული იქნა სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატეს მზაობა მისი განვითარებისთვის. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთში და დიდ ბრიტანეთში რეზიდენტ თავდაცვით ატაშეთა დანიშვნის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

COP17-ის გახსნის საზეიმო ცერემონია: პირდაპირი

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია