სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის სრული გახსნა რეგიონის ტრანსფორმაციის შემდეგი მნიშვნელოვანი რგოლია։ არარატ მირზოიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის სრული გახსნა რეგიონის კომუნიკაციების განბლოკვის ჯაჭვის შემდეგი მნიშვნელოვანი რგოლია. „არმენპრესის“ ცნობით,  ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას․

მინისტრის თქმით, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონეა.

„დეკლარაცია, რომელმაც დაამკვიდრა მშვიდობა ეუთოს პასუხისმგებლობის ზონის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ და ომით დაზარალებულ რეგიონში“, – ხაზი გაუსვა მირზოიანმა.

მან გაიხსენა, რომ მხარეებმა ასევე წინასწარ მოაწერეს ხელი სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო შეთანხმებას და ერთობლივად მიმართეს ეუთო-ს მოქმედ პრეზიდენტს მინსკის პროცესის სტრუქტურების გაუქმების თხოვნით, როგორც კონფლიქტის საბოლოო დასრულების სიმბოლოს.

მინისტრის თქმით, ვაშინგტონის სამიტმა რეალური შესაძლებლობები გახსნა რეგიონული კომუნიკაციებისათვის – უზრუნველყო შიდა სახელმწიფოებრივი, ორმხრივი და საერთაშორისო კავშირები, მათ შორის TRIPP (ტრამპის მარშრუტი) პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხო ლოგისტიკურ ჰაბად ქცევას.

მირზოიანმა მიესალმა აზერბაიჯანის განცხადებას სომხეთის მიმართ ტრანზიტული შეზღუდვების გაუქმების შესახებ.

„როგორც უშუალო და პრაქტიკული შედეგი – ხორბლის პირველი პარტიები უკვე სომხეთში შევიდა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის რკინიგზის მარშრუტის საშუალებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ სომხეთმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა უზრუნველყოს სატრანზიტო გადაზიდვები თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით.

„ჩემი წარმოდგენილი ჯაჭვიდან, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის სრული გახსნა არის შემდეგი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც დაასრულებს რეგიონის ტრანსფორმაციის პროცესს. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დიალოგს თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრულად დარეგულირების მიზნით. ამ კონტექსტში მსურს გაცნობოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტექნიკური განხილვების მეორე ეტაპი გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების თაობაზე“, – განაცხადა მირზოიანმა.

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский Türkçe

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი