სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან განაცხადეს, რომ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში პრემიერ-მინისტრი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დმიტრი ლიუბინსკიმ მიიღო.
ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს „მსოფლიო ატომური კვირეულის“ სახელწოდებით კონფერენციაში.