ალენ სიმონიანი შეხვდა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ ადილბეკ კასიმალიევს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ბიშკეკში შეხვდა ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს (პრემიერ-მინისტრს) ადილბეკ კასიმალიევს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტმა.
მხარეებმა, ხაზგასმით აღნიშნეს რა სომხეთსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა ორი ქვეყნისთვის, დააფიქსირეს, რომ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი და საჭიროა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
განხილვის მთავარი თემები იყო როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვასა და ტურიზმს.