პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი იაპონიაში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში ჩავიდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატში აცნობეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ტოკიოში დაგეგმილია სომხეთისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრების, ნიკოლ ფაშინიანისა და შიგერუ იშიბას შეხვედრა.
5 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოსაკაში მონაწილეობას მიიღებს „ექსპო 2025“-ის ფარგლებში გამართულ სომხეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.