სომხეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები
1 წუთი კითხვის

სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის ქალაქ თურქმენბაშში მყოფი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუხამედოვს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტის აპარატი იუწყება, რომ სერდარ ბერდიმუხამედოვმა, რესპუბლიკის პრეზიდენტის მიგებნისას, მადლობა გადაუხადა მას თურქმენეთში სტუმრობისა და „ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მესამე კონფერენციაში“ მონაწილეობისათვის.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს მოწვევისა და ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.
შეხვედრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.