ნატო-ს შემდეგი სამიტი თურქეთში გაიმართება
1 წუთი კითხვის

ნატო-ს შემდეგი სამიტი 2026 წელს თურქეთში, ხოლო 2027 წელს ალბანეთში გაიმართება. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ლიდერთა საბოლოო განცხადებაში.
„გმადლობთ ნიდერლანდების სამეფოს გულუხვი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდეგ შეხვედრას თურქეთში 2026 წელს, რომელსაც მოჰყვება სამიტი ალბანეთში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ნატო-ს ქვეყნების ლიდერთა სამიტი 24-25 ივლისს ჰააგაში გაიმართა.