პოლიტიკური

სომხეთთან ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი აქტიურ ფაზაშია։ ევროკავშირის ელჩი

1 წუთი კითხვის

სომხეთთან ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი აქტიურ ფაზაშია։ ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი აქტიურ ფაზაშია.

„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ  სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა ევროკავშირი–სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ფარგლებში გამართული განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა, რომელიც ასევე ასახულია ევროკავშირი–სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის (CEPA) შეთანხმებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის ივლისში გადავწყვიტეთ ამ დიალოგის მიმართულებით სვლა. მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა მარაგოსმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომზადების მიმართულებით. აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს სექტორული რეფორმების ხელშეწყობას.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT