ალენ სიმონიანმა ვალენტინა მატვიენკოს ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების პრობლემაზე
3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი 6 ივნისს მიიღო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია․ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ჯერ პირისპირ შეხვედრა გამართა რუს კოლეგასთან, რასაც მოჰყვა გაფართოებული ფორმატით შეხვედრა.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ასამბლეიდან იუწყებიან, რომ ალენ სიმონიანმა მადლობა გადაუხადა ვალენტინა მატვიენკოს სომხეთში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ორმხრივი ვიზიტები მნიშვნელოვანი წვლილია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ ვიზიტი ხორციელდება დიდი სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის საიუბილეო კონტექსტში.
რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს თბილი მიღებისთვის.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში არსებული სხვადასხვა საკითხები, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის, განსაკუთრებული აქცენტით საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული პროცესების განხილვას. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის პოზიცია რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხში და აღნიშნა, რომ სომხეთი ელის აზერბაიჯანის მხარეს ხელი მოაწეროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებულ მშვიდობის შეთანხმებას. რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
ალენ სიმონიანმა რუსი კოლეგას ყურადღება მიაპყრო აზერბაიჯანში მყოფ სომეხ ტყვეთა, უკანონოდ დაკავებულ და გაუჩინარებულად მიჩნეულ პირთა პრობლემას.
შემდგომში, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე და რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე მონაწილეობდნენ სომხეთის ეროვნული ასამბლსა და რუსეთის ფედერალურ კრებას შორის თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომისიის 39-ე სხდომის ოფიციალურ გახსნაში.
ალენ სიმონიანმა და ვალენტინა მატვიენკომ დაათვალიერეს ეროვნული ასამბლეის შენობა და დაესწრნენ გამოფენას სათაურით „გზა სანაჰინისკენ: ერთი ბავშვთა სახლის ისტორია“, რომლის მასალებიც წარმოდგენილია სანკტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტისა და „ლენინგრადის დაცვისა და ალყის სახელმწიფო მემორიალურ კომპლექსის“ მუზეუმის მიერ.