ირანის თავდაცვის მინისტრი ეწვია სომხეთს
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის მიწვევით სომხეთში ჩამოვიდა ირანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სურენ პაპიკიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩემი მიწვევით ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრი, ბრიგადის გენერალი აზიზ ნასირზადეს ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია“, – დაწერა სურენ პაპიკიანმა.
დღის წესრიგის დეტალები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.