სომხეთსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი შეხვდა სომხეთში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ხრისტოს სოფიანოპულოსს, და თავდაცვის საკითხებში ატაშეს, პოლკოვნიკ ხრისტოს არსენიუს.
„არმენპრესის“ ცნობით, თავდაცვის მინისტრმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე განხილული იქნა სომხეთ-საბერძნეთის თანამშრომლობის საკითხები თავდაცვის სფეროში, ასევე შეეხნენ რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს.
ასევე შეჯამდა სურენ პაპიკიანის სამუშაო ვიზიტის შედეგები საბერძნეთში.