ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები საქართველოს საელჩოსგან მოითხოვენ განმარტება, თუ რა მიზეზით იქმნება ბარიერები სომხური სატვირთო მანქანებისთვის

3 წუთი კითხვის

სომხეთში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და ექსპორტიორი რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლები ერევანში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ქართულ მხარეს სომხეთიდან რუსეთსა და ბელარუსში მიმავალი სატვირთოებისთვის ბარიერები ექმნება, რის გამოც ისინი დღეობით იჭედებიან სომხეთ-საქართველოს საზღვარზე.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, აქციის მონაწილე, პროშიანის კონიაკის ქარხნის ექსპორტის მენეჯერი გაიანე პოღოსიანი აღნიშნა, რომ აქციის მიზანია ქართულ მხარესთან პასუხებისა და განმარტებების მიღება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სომხური ტვირთის დაბრკოლებასთან, დაგვიანებასთან და შემოწმების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

„პრობლემა ის არის, რომ სომხეთის სხვადასხვა ქარხნიდან ექსპორტირებული ტვირთი შენარჩუნებულია საქართველოს „გეზის“ საბაჟო პუნქტში, ანალიზების ჩატარების საბაბით, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანაა, და აქ ანალიზების ჩატარებას აზრი არ აქვს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველა შესაძლო მიმართულებით, რათა პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა გაიანე პოღოსიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს საელჩოსგან მოითხოვენ განმარტება, თუ რა საფუძველზე ხდება რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით ექსპორტირებული სომხური პროდუქციის შეჩერება საქართველოში.

„ამჟამად იქ 17-ზე მეტი სატვირთო მანქანა გვაქვს. არის მანქანები, საიდანაც აიღეს ნიმუშები ანალიზებისთვის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ღვინითაა დატვირთული და მათგან ნიმუშები არ აუღიათ“, - აღნიშნა მან.

გაიანე პოღოსიანის თქმით, აქციის მონაწილეებს სურთ კონკრეტული პასუხებისა და განმარტებების მიღება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრობლემა არა მხოლოდ პროშიანის ქარხანას, არამედ რამდენიმე სხვა მწარმოებელსაც ეხება.

მისი განცხადებით, ასეთი პოლიტიკა დიდ ზარალს აყენებს როგორც მწარმოებლებს, ისე ექსპორტიორებსა და გადამზიდავებს.

„ამ პრობლემასთან დაკავშირებით წერილობით მივმართეთ სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო და მივიღეთ პასუხი, რომ სამინისტრო საკითხით უკვე დაკავებულია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოს მხრიდან ჯერჯერობით განმარტება არ მიგვიღია.

პოღოსიანის თქმით, აქციის მონაწილეები მზად არიან საქართველოში საქართველოს ელჩს შეხვდნენ ვითარების გასარკვევად.

აქციის მიმდინარეობისას, მონაწილეებს საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მიუახლოვდა და სთხოვა მიეწოდებინათ იმ კომპანიების სია, რომლებიც საექსპორტო დროს ბარიერებს აწყდებიან. მონაწილეებმა მას რამდენიმე კომპანიის სახელი გადასცეს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე აცხადებდა, რომ საელჩოს წინ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ მიიღებენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მოკლე დროით გადაკეტეს საელჩოსკენ მიმავალი გზა, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ საქართველოს საელჩომ კომპანიების წარმომადგენლების მიღების პირობა დადო.

 

ქართული Español Հայերեն 中文

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს