სომხეთი სწორ გზაზეა։ არაიკ ჰარუთიუნიანმა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე მიუთითა

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთიუნიანმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის „მედიის თავისუფლების გლობალურ ინდექსში“ სომხეთმა გააუმჯობესა პოზიცია და დაიკავა 34-ე ადგილი 73.96 ქულით. ჰარუთიუნიანის თქმით, სომხეთი სწორ გზას ადგას.

„მედიის თავისუფლების გლობალურ ინდექსში სომხეთი ძალიან მაღალ, 34-ე ადგილზეა. რა თქმა უნდა, ამ ამბავს სათაურები კვლავ მანიპულაციური ექნება. მაგრამ რაც არ უნდა დაწერონ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივდივართ უკიდურესად სწორ გზაზე, რისთვისაც გილოცავთ ყველას. ეს არის მაჩვენებელი, რომელზეც 20 წელიწადს მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2025 წლის მედიის თავისუფლების გლობალური ინდექსი, რომელშიც სომხეთმა წინა წელთან შედარებით 9 პოზიციით გააუმჯობესა შედეგი.

სომხეთმა 180 ქვეყანას შორის 34-ე ადგილი დაიკავა. 2024 წელს სომხეთი 71.6 ქულით 43-ე ადგილზე იყო, ხოლო 2023 წელს 70.61 ქულით 49-ე ადგილზე იყო.

სომხეთი პრესის თავისუფლების მხრივ რეგიონში ლიდერია. საქართველო გასულ წელთან შედარებით 11 პოზიციით დაქვეითდა და 114-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 167-ე ადგილზეა, თურქეთი 159-ე ადგილზეა, ირანი 176-ე ადგილზეა, რუსეთი გასულ წელთან შედარებით 9 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 171-ე ადგილზეა“, - „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ქართული Հայերեն 中文

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს