აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს სიუნიქის ოლქის ხოზნავარის მიმართულებით

1 წუთი კითხვის

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 20 აპრილს, დაახლოებით 02:30 საათზე, ცეცხლი გახსნეს სომხეთის სიუნიქის ოლქის ხოზნავარის მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სოფლის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დამონტაჟებული მზის წყალგამაცხელებელი.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.

დაშავებულები არ არიან.

„მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მხარეს, გამოძიება ჩაატაროს ხოზნავარის საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის ფაქტზე და გასცეს საჯარო განმარტებები.

გვსურს შეგახსენოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებს და/ან ინფორმაციას ამ დარღვევებზე, თუმცა აზერბაიჯანს დღემდე არ უპასუხია ამ ინიციატივაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ორჯერ გაუსწორეს მიზანი სიუნიქის ოლქის ხნაწახის დასახლებას, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და კულტურის ცენტრი.

ქართული English Español Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა