სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი სლოვენიის საგარეო უწყების გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
1 წუთი კითხვის

სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი დავით კარაპეტიანი 7 აპრილს შეხვდა სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელს, ბარბარა ჟვოკელს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს სომხეთ-სლოვენიის ორმხრივად საინტერესო სხვადასხვა საკითხი.
მოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.