სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები ორჯერ გაიზარდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში.
კერძოდ, 2024 წელს დაფიქსირდა 160 მსგავსი შემთხვევა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 78-ს შეადგენდა. შესაბამისად, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 82-ით ანუ 105.1 პროცენტით.
ამასთან, შემცირება დაფიქსირდა უკანონო მიგრაციის ორგანიზების შემთხვევებში. 2024 წელს რეგისტრირდა 15 ასეთი შემთხვევა, მაშინ როცა 2023 წელს მათი რაოდენობა 24-ს შეადგენდა. ამგვარად, მაჩვენებელი შემცირდა 9-ით.