ლილით მაკუნცმა აშშ-ის კონგრესმენს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი გააცნო
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშშ-ში ლილით მაკუნცი 4 მარტს შეხვდა კონგრესმენ მაიკლ ლაულერს (რესპუბლიკელი, ნიუ-იორკი).
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობის საკითხი და ამ პროცესში კონგრესის მნიშვნელოვანი როლი.
ელჩმა კონგრესმენს მოკლედ გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი.
საზოგადოებრივი გამოსვლების დროს კონგრესმენს არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც ელჩმა მას მადლობა გადაუხადა.