დავით ხუდათიანმა და ვასილის მარაგოსმა ავიაციის სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო საკითხები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ვასილის მარაგოსი მიიღო.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დავით ხუდათიანმა ელჩს მიესალმა და მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის ელჩის მიერ გაწეულ საქმიანობას სომხეთ-ევროკავშირის ფართო დღის წესრიგის ფარგლებში, სამინისტროსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.
შეხვედრის დროს განიხილეს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, გზებისა და წყალმომარაგების სფეროებს.
ასევე განხილულ იქნა ავიაციის სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო საკითხები.