საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი აცხადებს, რომ ერევნის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული რომელიმე პარტნიორის წინააღმდეგ, და სომხეთი ინარჩუნებს და აგრძელებს დიალოგს ყველა პარტნიორთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ვაჰან კოსტანიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„სომხეთის რესპუბლიკის ნაბიჯები არ არის მიმართული რომელიმე პარტნიორის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ დიალოგს ყველა პარტნიორთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კოსტანიანმა ასევე შეახსენა, რომ რამდენიმე კვირის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში და იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი მოსკოვში. კოსტანიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას.

„თუ ასეთი ვიზიტები დაიგეგმება, მთავრობის წარმომადგენლები შესაბამის დროს ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ. ამ ეტაპზე, მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა კოსტანიანმა.

სომხეთის პარლამენტმა 12 თებერვალს პირველი მოსმენით მიიღო კანონის პროექტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ეხება. პროექტს მხარი დაუჭირა 63-მა დეპუტატმა, 7 კი წინააღმდეგი წავიდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მმართველმა ფრაქციამ „სამოქალაქო შეთანხმება“, ხოლო ოპოზიციურმა ფრაქციამ „პატივი მაქვს“ მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთი“ კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

რუბენ რუბინიანმა და ანტონ ჰოფრაიტერმა სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს

შირაკის გუბერნატორი სომხეთში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

სომხეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის, მარტინ გალსტიანის პრესკონფერენცია

„PROFAL - ხმისიზოლაციაა“: მანქანა ერევნის ქუჩებში მოძრაობს

აშშ-მა პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

გევორგ პაპოიანმა და ამალ აფიფიმ სომხეთსა და ეგვიპტეს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს

სომხეთის თავდაცვის მინისტრი ჩინეთში გაემგზავრა

ჩვენს ხელნაწერებსა და ისტორიაში ცარიელი ფურცლები არ გვქვს: მატენადარანის დირექტორმა ჰიქმეთ ჰაჯიევს უპასუხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს

არ ვდაობ ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულ ყოფილ რაიონებში მდიდარ სომხურ კვალზე - გრონო