სომხეთმა და აშშ-მა რიგ სფეროებში ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის პერსპექტივები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ვაჰან კოსტანიანი აშშ-ის სავაჭრო პალატის უფროს ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებისა და ახლო აღმოსავლეთის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ქუშ ჩოქსის შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვაჰან კოსტანიანმა და ქუშ ჩოქსიმ სავაჭრო-ეკონომიკურ, აგრეთვე სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის პერსპექტივები განიხილეს.
თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში გასულ წლებში დაფიქსირებულ წარმატებებსა და მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულად რეალიზაციის მნიშვნელობას.