სურენ პაპიკიანმა ბელგიის თავდაცვის ახალ მინისტრს ფრანკენ თეოს თანამდებობის დაკავება მიულოცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ბელგიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ფრანკენ თეოს დანიშვნა მიულოცა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პაპიკიანმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„გულწრფელად ვულოცავ ფრანკენ თეოს ბელგიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავებას.
რადგან სომხეთი და ბელგია მჭიდრო თანამშრომლობის გზას ადგანან, ველოდები ჩვენი ორმხრივი კავშირების განმტკიცებას თავდაცვის სფეროში“, – დაწერა სურენ პაპიკიანმა.
My sincere congratulations to @FranckenTheo as he is taking charge of the Ministry of Defence of 🇧🇪.
— Suren Papikyan (@papikyan_suren) February 3, 2025
As 🇦🇲 and 🇧🇪 embark on a path of closer cooperation, I look forward to enhancing our bilateral ties in the field of defence.