სომხეთი ერთგული რჩება და გააგრძელებს მშვიდობის დღის წესრიგის განხორციელებას։ საგარეო საქმეთა მინისტრი

2 წუთი კითხვის

სომხეთი ერთგული რჩება და გააგრძელებს მშვიდობის დღის წესრიგის განხორციელებას.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთმა უკვე წარმოადგინა წინადადებები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესახებ, აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების კონტექსტში.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ ეკონომიკურ და სატრანსპორტო თანამშრომლობას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის, არამედ უფრო ფართო რეგიონში, სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც. ასევე, ამ ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესახებ, აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კონტექსტში.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ამ და სხვა მიმართულებებით საბოლოოდ დავარეგულიროთ აზერბაიჯანთან ურთიერთობები. ჩვენი მთავრობის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ერთგული ვრჩებით და გავაგრძელებთ მშვიდობის დღის წესრიგის განხორციელებას. ეს შეეხება როგორც სამშვიდობო ხელშეკრულებას, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვას და საზღვრების დელიმიტაციის პროცესს“, – აღნიშნა მირზოიანმა.

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები