საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დელეგაცია 30 იანვარს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი კობახიძის პირადი შეხვედრა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით ჩატარდება სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მორიგი სხდომა.
ადრე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოფიციალური ვიზიტით 30 იანვარს სომხეთში ჩამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.