სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟეენბეკ კულუბაევის გაფართოებული ფორმატით შეხვედრა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, დღის წესრიგი მოიცავს მრავალფეროვან საკითხებს: ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობა დიდი პოტენციალის მქონე სხვადასხვა დარგებსა და პლატფორმებზე, რეგიონული კავშირების გაფართოების შესაძლებლობები, ასევე უსაფრთხოების საკითხები.
რამდენიმე წუთში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
მანამდე არარატ მირზოიანსა და ჟეენბეკ კულუბაევს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.