მოსკოვში დაიწყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე იგეგმება აზრების დეტალური გაცვლა ორმხრივი ურთიერთობების სრული სპექტრის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ევრაზიულ სივრცეში სხვა ინტეგრაციული ასოციაციების ფარგლებში თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების შესახებ. აღნიშნული იყო, რომ მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას, ხაზგასმით კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებას.