პოლიტიკური

რუსეთი მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთის თავდაცვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას: ლავროვი

1 წუთი კითხვის

რუსეთი მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთის თავდაცვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას: ლავროვი

რუსეთი მზად არის სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო გზით მხარდაჭერა გაუწიოს.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომეთთან მოკავშირეობას და ორი ერის ღრმა კავშირებს. მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ყველა სფეროში უკვე შექმნილია მტკიცე საფუძველი, რომელიც მაქსიმალურად და გონივრულად უნდა იქნას გამოყენებული.

„ჩვენი მოკავშირეობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად კვლავაც მიგვაჩნია უსაფრთხოების სფერო. მზად ვართ ყველა შესაძლო გზით დავუჭიროთ მხარი სომხეთის თავდაცვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 
 

 

 

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT