ერევანი, 30 დეკემბერი, არმენპრესი. საქართველოს პოლიტიკური ფიგურა, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იოსებ მანჯავიძე, 28 დეკემბერს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ანტისომხური შინაარსის პოსტით გამოვიდა. მან აშშ-ის მიერ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზეზად „სომხური კვალი“ მოიაზრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ გაავრცელეს ეს ანტისომხური პოსტი. თემის ირგვლივ „არმენპრესი“ ესაუბრა „ორბელი“ ანალიტიკური ცენტრის უფროს ექსპერტს, ჯონი მელიქიანს.
- ბატონო მელიქიანო, სოსო მანჯავიძის ანტისომხური პოსტში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქმედი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც აქტიურად ცდილობს „საქართველოში ფერადი რევოლუციის განხორციელებას“, არის „ამერიკა-სომხეთის ასამბლეის“ წევრი და შესაბამისად, „სომხური ლობის წარმომადგენელი“. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?
- სოსო მანჯავიძის ეს განცხადებები არა მხოლოდ დეზინფორმაციას წარმოადგენს, არამედ მიზნად ისახავს რეგიონში უნდობლობისა და დაძაბულობის გაღრმავებას. „სომხური კვალის“ ძებნა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ან საგარეო ურთიერთობებში უაზრო და საზიანო მიდგომაა.
ჯო უილსონი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სომხურ საკითხთა კომიტეტის წევრია, ასევე სხვა კომიტეტების, მათ შორის აზერბაიჯანულისა და საქართველოს საკითხთა კომიტეტების. ეს მიუთითებს, რომ მისი საქმიანობა მხოლოდ ერთი მიმართულებით არ შემოიფარგლება და ძირითადად ამერიკის ეროვნული ინტერესების განხორციელებაზეა მიმართული. ეს განცხადება აშკარა დეზინფორმაციაა, რომელსაც რეალური ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.
- მანჯავიძე ამტკიცებს, რომ სომხური ძალები თითქოს ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
- ესეც საფუძველს მოკლებული განცხადებაა. სომხეთი და სომეხი ხალხი ყოველთვის გამოდიოდნენ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის პოზიციებიდან. ჩვენი ორი ქვეყანა რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და ურთიერთობები არა მხოლოდ საერთო ინტერესებზე, არამედ საუკუნოვანი ისტორიული კავშირების საფუძველზეა აგებული. სომხეთი მხარს უჭერს და განაგრძობს მხარის დაჭერას რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის, მეზობლების ინტერესების დაზიანების გარეშე.
- მანჯავიძემ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებიც ახსენა, რომელთა მიხედვითაც სომხური ჯგუფები თითქოს ცდილობენ საქართველოს ინტერესების ხელის შეშლას. როგორია თქვენი აზრი?
- ვიმედოვნებ, რომ ხაზგასმით აღვნიშნო, სომხური მხარე მუდმივად მხარს უჭერდა რეგიონული კომუნიკაციების აღდგენასა და განვითარებას. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა პროექტები რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სომხეთის პოზიცია არის ის, რომ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები მაქსიმალურად თანამშრომლობის გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს. სომხეთის მთავრობის მიერ წამოყენებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ იდეა ამის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ინიციატივები, რომლებიც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება.
- როგორ აფასებთ ამ განცხადების გავლენას ქართულ საზოგადოებასა და რეგიონულ ურთიერთობებზე?
- ბუნებრივია, ასეთი განცხადებები ვერანაირად ვერ იმოქმედებს დადებითად არც სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე და არც რეგიონული თანამშრომლობის პროცესებზე. ისინი არა მხოლოდ არღვევენ ურთიერთნდობის ატმოსფეროს, არამედ საზოგადოებრივ აზრს რეალური პრობლემებიდან აშორებენ. ჩვენს რეგიონში, სადაც გამოწვევები მრავლად არის, ასეთი დეზინფორმაცია საშიშ შედეგებს შეიძლება იწვევდეს.
შესაბამისად, უნდა ავიცილოთ მანიპულაციური და დეზინფორმაციის შემცველი განცხადებები. თანამედროვე რეალური გამოწვევები თანამშრომლობას და საერთო გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სომხებმა და ქართველებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა გააძლიერონ თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, გამყოფი ხაზების შექმნის გარეშე. ამ მნიშვნელოვანი პერიოდისთვის, ერთიანობა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.