პოლონეთის პრეზიდენტი სომხეთში იმყოფება
1 წუთი კითხვის

ერევანი, 25 ნოემბერი, არმენპრესი. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თვითმფრინავი „ზვართნოცის“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრი ნარეკ მკრტჩიანი, ერევნის ვიცე-მერი არმენ პამბუხჩიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანნისიანი და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ალექსანდრ არზუმანიანი დახვდნენ.