ერევანი, 2 ოქტომბერი, არმენპრესი. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტის ქვედა პალატამ) საკანონმდებლო კომისიაში უარყო მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წინადადება ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ.
„არმენპრესის“ ცნობით, BFMTV ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატივას მხარი დაუჭირა 15-მა დეპუტატმა, ხოლო 54-მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ მაკრონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მემარცხენე კოალიციის „ახალი სახალხო ფრონტის“ კანდიდატისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტის გადაცემაზე.
სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი მიშელ ბარნიე.