ერევანი, 26 სექტემბერი, არმენპრესი. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივითა და მონაწილეობით, 26 სექტემბერს შედგა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა.
როგორც „არმენპრესს“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა, მხარეები შეთანხმდნენ დამატებითი ძალისხმევის განხორციელებაზე „სამშვიდობო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დადგენის შესახებ“ ხელშეკრულების რაც შეიძლება მოკლე ვადაში დადების მიზნით.
აღნიშნულია, რომ მხარეებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვედრის ორგანიზებისთვის.