სომხეთს აქვს მკაფიო პოლიტიკური ნება, აზერბაიჯანთან მოკლე ვადაში ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა იტალიელ კოლეგას

1 წუთი კითხვის

ერევანი, 24 სექტემბერი, არმენპრესი. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი იტალიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანის  შეხვდა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუბრისას განიხილეს რეგიონალური განვითარებები. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ სომხეთის გადადგმულ ნაბიჯებზე.

არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს მკაფიო პოლიტიკური ნება, მოკლე ვადაში აზერბაიჯანთან ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც გამოიხატა სომხეთის მიერ ბოლო წარდგენილი შეთავაზების სახით.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის სომხეთის ხედვა დაფუძნებულია ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემაზე, საზღვრების ურღვევობის პრინციპზე, აგრეთვე ეკონომიკური ურთიერთდაკავშირების ინიციატივებზე.

სომხეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.

 
 

 

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები