სომხეთი და საქართველო ცალსახად პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას: პრემიერ-მინისტრი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 16 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა სომხეთის ხედვის პრაქტიკული გამოხატულებაა, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის.

„არმენპრესი“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს.

„ბოლო წლებში სომხეთსა და საქართველოს ურთიერთობებში სერიოზული აქტიურობა შეინიშნება, რომლის წყალობითაც ჩვენ შევძელით გაფართოება ყველა სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ამის საუკეთესო მტკიცებულებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის იანვარში სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ორივე ქვეყანამ შეიმუშავა ეფექტიანი და რეგულარული კომუნიკაციის სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებზე, მეგობრული ხალხების მიერ მიღებულ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე.

„სომხეთი და საქართველო ორმხრივად, ცალსახად პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამ ფაქტს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი ხედვის პრაქტიკულ გამოხატულებას, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის, დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, რომელიც საერთო განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

პოლიტიკური

ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გვერდის დახურვისთვის

 

 

ქართული English Español Français Հայերեն Русский 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები