ფრანგული მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის ძალიან და მნიშვნელოვანია: არარატ მირზოიანი

4 წუთი კითხვის

ერევანი, 16 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების საკითხში საფრანგეთის მხარდაჭერა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჯურნესთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიხარულით მიესალმა თავის ფრანგ კოლეგას და მის მიერ ხელმძღვანელობასთან ერთად სომხეთში ჩამოსულ დელეგაციას, ხაზი გაუსვა, რომ არაერთხელ ჰქონია შემთხვევა, ესაუბრა სომხეთ-საფრანგეთის თბილი და მტკიცე პარტნიორობის შესახებ.

არარატ მირზოიანის თქმით, სომხურ-ფრანგული ურთიერთობები განსაკუთრებული ხასიათისაა და მათი საფუძველი არის ძალიან ძლიერი მამოძრავებელი ძალა, რაც მტკიცე მეგობრობაა ორი ხალხისა და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ წინა დღეს თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად ჰქონდათ შესაძლებლობა მოენახულებინათ ვედის წყალსაცავი, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულების პროცესშია და მალე ექსპლუატაციაში შევა.

„ეს არის ძალიან კონკრეტული მაგალითი სომხეთსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობისა და მეგობრობის, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი დღის წესრიგში არსებული ერთ-ერთი პროექტია და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ახალ მსგავს მაგალითებს“, - განაცხადა მირზოიანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას დემოკრატიის დონის გაუმჯობესებისა და სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების საქმეში.

„თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ უკვე ოფიციალურად დავიწყეთ დიალოგი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც სომხეთი მიიღებს დახმარებას მშვიდობის ინსტრუმენტის ფარგლებში. ყველამ იცის, რომ 2 წელზე მეტია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ქვეშ“, - აღნიშნა მირზოიანმა და დაამატა, რომ ეს ყველაფერი ასევე განხორციელდა საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერით.

არარატ მირზოიანმა რეგიონალური ვითარებისა და სტაბილურობის საკითხებსაც შეეხო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი ერთგულია მშვიდობის დღის წესრიგის მიმართ. მან გაიხსენა, რომ ერევანმა ცოტა ხნის წინ ბაქოს გადასცა მშვიდობის ხელშეკრულების პროექტის მორიგი რედაქტირებული წინადადებები, რომელშიც შესულია მხოლოდ ორმხრივად შეთანხმებული მუხლები.

„კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო საფრანგეთის მხარდაჭერა ამ პროცესში და სომხეთის მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერა მშვიდობის დამყარებასა და ამ ხედვაში. ამ ყველაფრისთვის მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება და აღვნიშნო, რომ ეს მხარდაჭერა ძალიან შესამჩნევი და მნიშვნელოვანია“, - ხაზი გაუსვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მზად არის, რაც შეიძლება მალე გააფორმოს აზერბაიჯანთან მშვიდობის ხელშეკრულება იმ ტექსტით, რომელიც უკვე შეთანხმებულია ბაქოსთან.

„ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ორივე ქვეყანა აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე; დოკუმენტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი ის საზღვრებია, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

მან დასძინა, რომ შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა სომხეთ-საფრანგეთის მრავალმხრივი პარტნიორობა სხვა პლატფორმებზეც, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც ორი ქვეყანა მუდმივად უჭერს მხარს ერთმანეთს.

ქართული العربية English Français Հայերեն Русский Türkçe

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესი განიხილეს

სომხეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ ბათუმისა და სევანის სეზონურ მიმართულებებს აამოქმედებს

ფაშინიანმა პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი პოზიტიურად შეაფასა

ევრაზიული კავშირი სომხეთისთვის ახალ შესაძლებლობებს უნდა ხსნიდეს და არა პირიქით - ფაშინიანი

რუსულ ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება: ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა მთავრობას წარედგინა

რეფერენდუმის საფუძველი ამჟამად არ არსებობს - ფაშინიანის გამოხმაურება ევრაზიული კავშირის 4 ქვეყნის პრეზიდენტების განცხადებაზე

ფაშინიანმა და პუტინმა ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს