საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: ნიკოლ ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 10 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, პრემიერმა ამ თემაზე ისაუბრა „ერევნის დიალოგი“ კონფერენციაზე გამოსვლისას.

„ეს პროგრესი გამოიხატება იმით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საქმიანობის რეგლამენტს. ამ რეგლამენტში დაფიქსირებულია ის, რაზეც მხარეებმა ჯერ კიდევ ამ წლის 19 აპრილს კომისიების მერვე შეხვედრის შედეგად გამოქვეყნებულ განცხადებაში გააკეთეს განაცხადი. კერძოდ, დაფიქსირებულია ალმა-ათის დეკლარაცია, როგორც საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ძირითადი პრინციპი და დაფიქსირებულია, რომ მხარეები დელიმიტაციის პროცესში ალმა-ათის დეკლარაციით იხელმძღვანელებენ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს რეგლამენტის შიდა კოორდინაციის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. „დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისი ბოლომდე მისაყვანად. ჩვენი მთავრობამ მიიღო პროექტი და გადაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა შეამოწმოს მისი შესაბამისობა კონსტიტუციასთან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა