საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სომხეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა
1 წუთი კითხვის

ერევანი, 2 სექტემბერი, არმენპრესი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.
„2 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სამხედრო ბენდისა და საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები,“ - დაწერა პაპიკიანმა.