სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 6.1 პროცენტით შემცირდა

1 წუთი კითხვის

ერევანი, 2 სექტემბერი, არმენპრესი․ სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში გასული წლის იგივე პერიოდის შედარებით შემცირდა 6.1 პროცენტით.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანისიანმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და ბიუჯეტური საკითხების კომისიის სხდომაზე, სადაც წარადგინა 2024 წლის პირველი ნახევრის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

„გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა შემცირდა 6.1 პროცენტით. ეს ძირითადად განპირობებულია რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობის 23.6 პროცენტით შემცირებით. სამაგიეროდ, გვაქვს ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოდან, ირანიდან და ინდოეთიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

ვაჰე ჰოვჰანისიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასული წლის შემცირების, მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს.

 
 

 

 

ქართული English Español Հայերեն Русский 中文

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს