საქართველო დაინტერესებულია სომხეთის სტაბილურობით: სამცხე-ჯავახეთში გაიმართა ორი ქვეყნის პარლამენტების დელეგაციების შეხვედრა

4 წუთი კითხვის

ერევანი, 26 ივლისი, არმენპრესი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გია ვოლსკიმ  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, სომხეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანის ხელმძღვანელობით დელეგაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უმასპინძლა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს მხრიდან თენგიზ შარმანაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი წარმოადგენდნენ, სომეხ კოლეგებთან ერთად ახალქალაქში სურბ ხაჩ ეკლესია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის ტაძარი მოინახულეს. ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სტუმრებს ეპარქიის მუზეუმი დაათვალიერებინა და მისი შექმნის ისტორია გააცნო.

„პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის და საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებებზე ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვით. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში სომეხი ეროვნების მოსახლეობას შესაბამის ყურადღებას აქცევს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ყველა წამოწყებულ საქმეში“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ რუბენ რუბინიანმა.

ცნობილია, რომ სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მეგობრობის ჯგუფის წევრები ახალციხეში ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც საქართველო-სომხეთის არსებული თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ახალციხეში, საქართველოს და სომხეთის პარლამენტის წევრების მონაწილეობით, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. ასევე, შევხვდით რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ საგანგებოდ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ გარემოებას – ეს არის როგორც ქართული მხარის სომხეთის სტაბილურობაში დაინტერესება, ასევე სომხეთის სიღრმისეული დაინტერესება და პრაგმატული მიდგომა იმ სტაბილურობისადმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს ამ ურთულეს ვითარებაში. მეზობლებმა ერთმანეთის პრობლემები კარგად უნდა იცოდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის და აზერბაიჯანის პრობლემის მოგვარებას, რომელიც ძალიან ახლოს არის საბოლოო გადაწყვეტასთან. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი მიმოვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესებს წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამართულ შეხვედრებს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში, გიორგი შარვაშიძე და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი დაესწრნენ.

რუბენ რუბინიანის ხელმძღვანელობით დელეგაციაში შედიან სომხეთის ეროვნული ასამბლეის „სამოქალაქო შეთანხმების“ ფრაქციის დეპუტატები შირაკ თოროსიანი, ვაჰაგნ ალექსანიანი, ასევე ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ ფრაქციის დეპუტატი არწვიკ მინასიანი.

ქართული Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი