სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის მცდელობები მიუღებელია։ სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

2 წუთი კითხვის

ერევანი, 25 ივლისი, არმენპრესი․ სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის მცდელობები მიუღებელია․ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა რჩება ერთგული მშვიდობის დღის წესრიგის და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიიდან. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მორიგი განცხადება სომხეთის რესპუბლიკის არმიის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე პროვოკაციული მოქმედებების შესახებ გაუგებარია. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის დიპლომატიური არხებით და საჯაროდ გაცხადებული წინადადებები სასაზღვრო ინციდენტების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმის შექმნის მიზნით, კვლავაც აზერბაიჯანის მხრიდან უპასუხოდ რჩება. ასეთი მექანიზმის ამოქმედება შესაძლებლობას მოგვცემდა გაერკვია ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აცილებულიყო რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელება.

ამავდროულად, სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის აზერბაიჯანის  მცდელობები მიუღებელია․ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა რჩება ერთგული მშვიდობის დღის წესრიგის და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიას.

რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეფორმებს, იარაღისა და აღჭურვილობის შეძენას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვის გარდა,

ასევე, შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური არხებით და საჯაროდ შესთავაზა აზერბაიჯანს, შეიქმნას შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი და ხელი მოეწეროს შესაბამის შეთანხმებას, რაც აზერბაიჯანმაც უპასუხოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, ეს შეთავაზებაც ძალაში რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული العربية English Español Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა