სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურების მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან განიხილა ამერიკული კომპანიების მონაწილეობა საგზაო პროექტებში

2 წუთი კითხვის

ერევანი, 19 ივნისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვაჭრობისა და ბიზნესის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის სარა მორგენტაუს ხელმძღვანელობით დელეგაციას, რომელშიც ასევე შედიოდა სომხეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კრისტინა ალისონ ქვინი.

როგორც „არმენპრესს“ აცნობეს სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურების სამინისტროდან, მინისტრმა მიესალმა სტუმრებს, ხაზგასმით აღნიშნა სარა მორგენტაუს ვიზიტის მნიშვნელობა სომხეთში და სომხეთ-აშშ-ს მეგობრული და სავაჭრო კავშირების გაღრმავება.

„შეხვედრაზე განიხილეს ამერიკული კომპანიების მონაწილეობა სომხეთში საერთაშორისო ტენდერის მეშვეობით განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, საგზაო პროექტებში, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები.

მინისტრმა სანოსიანმა სარა მორგენტაუს გააცნო ასევე „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტის დეტალები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროგრამები“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს თანახმად, ასევე განხილული იქნა ლორის და ტავუშის ოლქებში სტიქიური უბედურების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა. სარა მორგენტაუმ აღნიშნა, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურების აღდგენის საკითხი მათ ყურადღების ცენტრშია.

ასევე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების და ორმხრივად საინტერესო სხვა საკითხები.

ქართული Español Հայերեն Русский

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა