პოლიტიკური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

1 წუთი კითხვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

ერევანი, 25 მარტი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში ჩავა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტო Sputnik-ის ქართული სამსახური იუწყება․

როგორც ცნობილია,სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სადაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავის ქართველ კოლეგას მიიღებს.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

წაიკითხეთ სტატია: EspañolفارسیՀայերենРусскийTürkçe中文
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT