არარატ მირზოიანმა ედუარდ მილიბენდს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ მილიბენდს თანამდებობის დაკავება მიულოცა.
„არმენპრესის“ ცნობით, მირზოიანმა დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს X-ის საკუთარ მიკრობლოგზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა.
„ვულოცავ ედუარდ მილიბენდს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობის წინსვლისა და ჩვენი საერთო პრიორიტეტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“, - აღნიშნულია არარატ მირზოიანის პოსტში.
Congratulations to @Ed_Miliband on your appointment as Foreign Secretary of the United Kingdom.
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) July 21, 2026
Looking forward to working with you to advance the Armenia–UK Strategic Partnership & deepen cooperation across our shared priorities. 🇦🇲🤝🇬🇧