ერევანი, 19 იანვარი, არმენპრესი. საბერძნეთის პარლამენტში საბერძნეთ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც მმართველი პარტიის ფრაქცია „ახალი დემოკრატიის“ გენერალური მდივანი სტავროს კალაფატისი თავმჯდომარეობს. ამის შესახებ „არმენპრესი“ საბერძნეთში სომხეთის საელჩოს შეტყობინებაზე დაყრდნობით იუწყება.
მეგობრობის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარეა პარტია „თავისუფლების გზის“ ლიდერი ზოი კონსტანტოპულუ, მდივანი კი პარტია „სირიზა-პროგრესული ალიანსის“ დეპუტატი ეკატერინი (კატერინა) ნოტოპულუ.
საბერძნეთ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფი შედგება 20 წევრისაგან, რომელშიც შედიან საბერძნეთის პარლამენტის სხვადასხვა პარტიების დეპუტატები.