პოლიტიკური

ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას განაგრძობს რუსეთის მხრიდან ქვეყანაზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე

2 წუთი კითხვის

ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას განაგრძობს რუსეთის მხრიდან ქვეყანაზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე

ევროკავშირი განაგრძობს სომხეთის მხარდაჭერას მისი ხალხისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხში.

„არმენპრესის“ კითხვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ევროკავშირი სომხეთის დასახმარებლად რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარმა პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა․

„სომხეთი სუვერენული, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც აქვს საკუთარი გზისა და პარტნიორების არჩევის უფლება. ჩვენ ვხედავთ არჩევნების წინ სომეხ ხალხზე ზეწოლის განხორციელების რუსეთის მცდელობებს, რომლებიც სულ უფრო ინტენსიური ხდება. რუსეთი ახლა ვაჭრობას იყენებს როგორც პოლიტიკურ იარაღსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტს. შერჩეული დროც არ არის შემთხვევითი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი ამ მნიშვნელოვან მომენტში სომხეთის ეკონომიკის დაზიანებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ჰიპერმა და ხაზგასმით დაამატა, რომ სომხეთი ევროკავშირისთვის საიმედო და სანდო პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი კვლავაც მხარში დაუდგება სომხეთს მისი მოსახლეობისთვის საკვანძო ყველა სფეროში.

ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერის მოადგილემ, ოლოფ ჯილმა კი შეახსენა დამსწრეებს, რომ 4 ივნისს ევროკომისიამ გაავრცელა ინფორმაცია კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთზე ეკონომიკური ზეწოლის პირობებში, ევროკავშირი სომხეთისთვის დამატებითი დახმარების პაკეტს ამზადებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 50 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა გადაეცემა.

ბოლო პერიოდში რუსეთი რეგულარულად აწესებს შეზღუდვებს სომხური საქონლის იმპორტზე. კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ აკრძალა სომხეთიდან ყვავილების, გარკვეული ალკოჰოლური სასმელების, თევზის პროდუქტებისა და მინერალური წყალი „ჯერმუკის“ შეტანა, ასევე შეზღუდვები დააწესა სომხური ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე.

წაიკითხეთ სტატია: EnglishEspañolفارسیFrançaisՀայերենРусский
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT