ირაკლი ღარიბაშვილი - კონკრეტული შედეგები მოჰყვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ინიციატივას

2 წუთი კითხვის

ერევანი, 19 დეკემბერი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ამ მიზნის განხორციელებაში.

როგორც„არმენპრესი“იუწყება ქართული Agenda-ზე დაყრდნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვანი მედიაცია გასწია, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა․

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს რეგიონში პარტნიორებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან.

„მოგეხსენებათ, რომ ორი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ამის თაობაზე დავაანონსეთ და კონკრეტული შედეგებიც კი მოჰყვა სამშვიდობო ინციატივას, როცა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველომ აქ მნიშვნელოვანი მედიაცია გასწია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებული, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახდენს. მინდა, აღვნიშნო, რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი.გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ სამივე ქვეყნის ხელმძღვანელებს ერთად გაგვემართა შეხვედრა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან საინტერესო პრეცედენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული العربية English Español Հայերեն Русский Türkçe 中文

მჰერ გრიგორიანმა და ასელ ჟანასოვამ სომხეთ-ყაზახეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრმა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 51%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა

დაახლოებით 30-წლიანი პაუზის შემდეგ იუნესკოს წინასწარ ნუსხაში სომხეთის ძეგლების შეტანის პროცესი განახლდა

სომხეთსა და კვიპროსს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

სომხეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავდაცვის სფეროში 2026-2027 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულიად სომხურ მესამე გლობალურ სამიტზე

რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კარიერას ასრულებს

მირზოიანმა არ გამორიცხა, რომ სომხეთმა შესაძლოა 2027 ან 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინოს

კუხო-სთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესები ამოწურულია - ნიკოლ ფაშინიანი

არარატ მირზოიანის ბრიფინგი